10 | 12 | 2018

ზაზა ურუშაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

8 დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში დოდო სულაბერიძის, ადილა და ნიკა გოგიჩაიშვილების ეზოებთან მდინარემ ჩამორეცხა მიწა. მიმდინარეობს 180 გრძ/მ გაბიონის მშენებლობა. მდინარე ლესის წყალმა აღნიშნული ოჯახები არაერთხელ დატბორა და მოსავალი გაანადგურა.
ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაკაშიძეების ეზოსთან ნაპირსამაგრ სამუშაოებს „გურია 15“ ასრულებს. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
შპს „ერთობა“ მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ჯურუყვეთში მუკბანიანის ეზოსთან. მდინარემ შეიცვალა კალაპოტი და ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა დროულად აღმოიფხვრას აღნიშნული პრობლემა. კეთდება 70 მეტრიანი ყორე-ქვის დამცავი გაბიონი, რომელიც მდინარის ნაპირს მნიშვნელოვნად გაამაგრებს. სამუშაოებისათვის 60 870 ლარია გამოყოფილი.
გამგებელმა ჯურუყვეთსა და წყალწმინდაში საბავშვო ბაღების მშენებლობა დაათვალიერა. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის ჯურუყვეთისა და წყალწმინდის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი ექნებათ.
დიდი მხიარულება დაგვხვდა სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში. აქ სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაობს „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს. ორი ატრაქციონი უკვე დადგმულია, რამაც ადგილობრივი პატარები ძალიან გაახარა. ამჯერად ქვაფენილის დაგება ხდება, რის შემდეგაც სკვერში ღამის განათება და სკამები დაიდგმება. პატარებმა ბატონ ზაზა ურუშაძეს და ადგილობრივ ხელისუფლებას ამ დიდი საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადეს. 
როგორც გამგებელმა აღნიშნა, სუფსაში მალე დაიწყება შავი საფარის დაგება და სოფლის ცენტრი მთლიანად კეთილმოეწყობა. მან ასევე, ტემპის დაჩქარების მიზნით, ზოგიერთ შემსრულებელს შენიშვნა მისცა და განაცხადა, რომ 20 დეკემბრამდე ყველა მიმდინარე სამუშაო დასრულებული უნდა იყოს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია