11 | 12 | 2018

სუფსაში მცხოვრებ ანეტა ჩხაიძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს

დღეს სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ქალბატონი ანეტა ასლანიშვილი-ჩხაიძე 100 წლის გახდა.
ქალბატონი ანეტა სუფსაში შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად ცხოვრობს.
საუკუნის იუბილე ქალბატონ ანეტას მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ, სუფსის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯუმბერ ბლაგიძემ და გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.
ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ქალბატონ ანეტას ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხელე და დღეგრძელობა უსურვა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია