17 | 12 | 2018

ნუგზარ ცინცაძემ ინსპექტირების ჯგუფთან ერთად მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

10 დეკემბრს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ ინსპექტირების ჯგუფთან ერთად მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა.
ბიძინა კვაჭაძის საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდინარე ღვეისწყალმა ხიდს საყრდენი ბურჯები გამოაცალა. მოსახლეობისთვის შეუძლებელი იყო მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა. დამზადდა 50 გრძ/მ გაბიონი და ხიდს ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები. ბატონმა ნუგზარმა შესრულებული სამუშაოები შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქალაქშიც დაათვალიერა. 
გამგებლის მოადგილემ ადგილზე შეამოწმა ჯურუყვეთში მცხოვრებ ლიანა ჭყონიას ეზოსთან მიმდინარე სამუშაოები. პატარა მდინარემ ჩამორეცხა მიწის მასა და საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლს. გაკეთდა 30 გრძ/მ დამცავი რკინა-ბეტონის კედელი. 
„-ჩემს სახლს პრობლემა შეექმნა, ეზო, ფაქტობრივად, მდინარემ წაიღო. მადლობა მინდა გადავუხადო ხელისუფლებას, მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს პრობლემა მოგვარებულიყო.“_ განაცხადა ქალბატონმა ლიანამ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია