19 | 12 | 2018

ლანჩხუთში ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მენეჯერი თინათინ ბერუჩაშვილი იმყოფებოდა

11 დეკემბერს ლანჩხუთში ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მენეჯერი თინათინ ბერუჩაშვილი იმყოფებოდა.
ქალბატონმა თინათინმა „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ რაიონული ორგანიზაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშობის შესახებ მოხსენება გააკეთა.
მან ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ეროვნულმა სკრინინგ-ცენტრმა ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად განახორციელა. კერძოდ, ნამკურნალევი ქალბატონების რეაბილიტაცია, ოპერაციების შემდეგ ფიზიკური ვარჯიში, ფსიქოლოგიური კონსულტაცია და ა.შ. აღნიშნული ტრენინგების შედეგად თითოეული ქალბატონის მდგომარეობა მნივნელოვნად გაუმჯობესდა.
როგორც ქალბატონმა თინათინმა განაცხადა, გამოკვლევების შედეგად შვიდ ქალბატონს ადრეულ ეტაპზე გამოუვლინდა ავთვისებიანი სიმსივნე და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის კეთილსაიმედოა.
„-განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ქალაქ ბათუმში ჩატარებული მარათონი, სადაც ყველაზე საუკეთესო შედეგი გურიის რეგიონის ქალბატონებისაგან შედგენილმა გუნდმა აჩვენა“_დასძინა ბერუჩაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. თავის მხრივ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალბატონ თინათინს აღუთქვა, რომ „გამარჯვებული ქალთა კლუბთან“, მის ხელმძღვანელთან, მზია კვირკველიასთან ერთად, თანამშრომლობა სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია