17 | 12 | 2018

ჟურნალისტი მცდარ ინტერპრეტაციას სთავაზობს მკითხველს

სამწუხაროდ, ბოლო დროს ტენდენციად იქცა მედიასაშუალებებში დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიზანმიმართულ კამპანიას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ემსგავსება.
გაზეთ ,,ჰო და არაში“ გამოქვეყნდა ჟურნალისტ ესმა ბერიძის სტატია, რომელიც საკრებულოს წევრსა და აპარატის თანამშრომელს შორის მომხდარ ფაქტს ეხება.
ჟურნალისტი სტატიაში ყურმოკრულ ჭორს ეყრდნობა და არც კი ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ავტორის საკითხისადმი არაობიექტურ და ზერელე დამოკიდებულებას. მას ავიწყდება, რომ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება კანონმდებლობით გათვალისინებულ სანქციებსაც კი ითვალისწინებს, რომ არაფერი ვთქვათ ჟურნალისტურ ეთიკაზე.

სინამდვილეში კამათი საკრებულოს წევრსა და აპარატის თანამშრომელს შორის წარმოიშვა ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, რომლის მიზეზს საკრებულოს წევრის განცხადება წარმოადგენდა. გთავაზობთ ამონარიდს 17 ნოემბრის ბიუროს სხდომის ოქმიდან: „დეპუტატმა ია ჩხაიძემ აღნიშნა, რომ კომისიის სპეციალისტები აპარატის მთავარ სპეციალისტებზე მეტად არიან დატვირთული, მისი აზრით აპარატის მთავარი სპეციალისტების საქმიანობა შემოიფარგლება ქსეროასლების გადაღებითა და სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნით.“ (გამოქვეყნებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:http://lanchkhuti.org.ge)

საგულისხმოა ისიც, რომ ჟურნალისტი ასევე არასწორ ციტირებას აკეთებს ბრძანებიდან და მცდარ ინტერპრეტაციას სთავაზობს მკითხველს. კერძოდ, სტატიაში მითითებულია, რომ „აპარატის თანამშრომელი გადაიყვანეს სამდივნოს თანამდებობრივ სარგოზე სამი თვის ვადით, ანუ მდივნის პოზიციაზე.“ რაც ასევე არასწორია, ვინაიდან ბრძანების თანახმად,ნუნუ სულაკაძის თანამდებობრივად ჩამოქვეითებას ადგილი არ ჰქონია, კანონმდებლობის თანახმად მოხდა სამდივნოს სპეციალისტის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა სამი თვის ვადით. 
რაც შეეხება თავმჯდომარის დაპირებას საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კონფერენციის თავმჯდომარის საკითხი უკვე განსაზღვრული იყო და არანაირი დამატებითი მხარდაჭერისა და დაპირების საჭიროება დღის წესრიგში არ იდგა.
ამასთანავე ავღნიშნავთ, რომ საკრებულოს თავმჯომარე 29 ნოემბრიდან 2 დღით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ხოლო 7დეკემბრიდან ასევე 2 დღით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით საქართველოს პარლამენტის 25 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებაზე მივლინებით იმყოფებოდა.
პ.ს. ჩვენ ვიცავთ და მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ სიტყვის თავისუფლებას. თუმცა, ავღნიშნავთ, რომ მედიის მიზანს საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება უნდა წარმოადგენდეს. 
ჩვენთვის მიუღებელი და გასაკვირია ბოლო დროს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გაზეთისგან, როგორიც ,,ჰო და არა“ გახლავთ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია