14 | 12 | 2018

სტუმრად მონასტერში და ლესის ბავშვთა სახლში

12 დეკემბერს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი , რემა ღვამიჩავა და ცენტრის მენეჯერი, თინათინ ბერუჩაშვილი ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელთან ერთად სამება- ჯიხეთის დედათა მონასტერს სტუმრობდნენ.
სტუმრებმა მონასტერი მოილოცეს, ულამაზესი ხედები დაათვალიერეს , დედებს საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს გულთბილი გამასპინძლობისთვის.
,,ადგილობრივი ხელისუფლებისა და ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ მხარდაჭერით, მოთხოვნის და საჭიროების შემთხვევაში, ყოველ წელს ლანჩხუთში სხვადასხვა მიმართულებით ადგილობრივებს 2 დღის განმავლობაში უფასო გამოკვლევების საშუალება მიეცემათ და ამაში ჩემს აპარატურას დავახმარ“, აღნიშნა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ჯიხეთში სტუმრობისას.
მონასტრის მოლოცვის შემდეგ სტუმრები ლესის ბავშვთა სახლს ეწვივნენ. აღსანიშნავია, რომ თინათინ ბერუჩაშვილი ბავშვთა სახლის საურველი სტუმარია ყოველთვის.
სტუმრებმა ბავშვებთან ერთად გაატარეს გარკვეული დრო და კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა მათ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია