19 | 12 | 2018

გამგებელმა გრანტის მფლობელები წაახალისა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გრანტის მფლობელებს წამახალისებელი ჯილდო გადასცა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა გიორგი ორაგველიძემ, გიორგი ცინცაძემ და დავით გურგენაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვეს. გიორგი ორაგველიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, გიორგი ცინცაძე საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ხოლო დავით გურგენიძე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი.
თითოეულ სტუდენტს ფულადი ჯილდო, 1000-1000 ლარის ოდენობით მუნიციპალიტეტის გამგებელმა თავად გადასცა.
ბატონმა ზაზამ ნიჭიერ ახალგზარდებს წარმატებები უსურვა ცოდნის დიდ გზაზე.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია