16 | 07 | 2018

ემოციური ღონისძიება „იავნანაში“

სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრმა „იავნანამ“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საახალწლო კონცერტზე დაპატიჟა. ცენტრის დირექტორის ია მგელაძის და აღმზრდელ-პედაგოგების მონდომებას ნამდვილად არ ჩაუვლია უკვალოდ. ბავშვებმა მუსიკალურ-მხატვრული ღონისძიება ლამაზად  და შთამბეჭდავად წარმოადგინეს, რაც, უდავოდ, ინსცენირების ავტორის, პედაგოგ მარინა ბარამიძის დამსახურებაა. ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება გამოიწვია, სტუმრებიც ტაშით აჯილდოვებდნენ თითოეულ გამომსვლელს. კონცერტის ბოლოს ბავშვებმა საახალწლო საჩუქრები მიიღეს.

კონცერტს ესწრებოდნენ და „იავნანას“ აღსაზრდელებს თავიანთი ქვეყნის სიმღერებით მიესალმნენ ლიტველი და პოლონელი მასწავლებლები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია