10 | 12 | 2018

თბილისში გამართულ ფოლკლორის საღამოზე ლანჩხუთი ღირსეულად წარსდგა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ა (ა) იპ -ის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, თანამშრომლებსა და პოეტ აკაკი გოგუას შეხვდა. სტუმრებმა თბილისში გამართულ ფოლკლორის საღამოს შთაბეჭდილებების შესახებ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
10 დეკემბერს თბილისში რუსთაველის თეატრის სცენაზე ვახუშტი კოტეტიშვილისა და ალექსი ჭინჭარაულის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოლკლორის საღამო გაიმართა.
საღამოზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ყველა კუთხე თავისი ფოლკლორით. გურიის რეგიონს წარმოადგენდა ჩვენი მუნიციპალიტეტი, რომელშიც წვლილი ლანჩხუთის კულტურის ცენტრის მთავარ სპეციალისტს ფოლკლორის დარგში, მაია ჭანტურიას მიუძღვის. 
საღამოს საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ : კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ჯემალ ჭკუასელი, ფრიდონ სულაბერიძე, სასულიერო პირები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, მსახიობები და სხვ.
ღონისძებაში მონაწილეობდა ლანხუთის მუნიციპალიტეტის სამი წარმომადგენელი შემდეგი ნომრებით: ახალგაზრდული დასის ადმინისტრატორი, ნანა შაინიძე-,,გურული წყევლა და დალოცვა“ , ლანჩხუთის კოლორიტი პედაგოგი სოსო კვაჭაძე-გურული იუმორი და პოეტი-აკაკი გოგიუა საკუთარი შემოქმედებით.
დარბაზი აღფრთოვანებული ხვდებოდა თითოეულ შემსრულებელს, განსაკუთრებით აღსანიშნავია რეაქცია გურულ წყევლასა და დალოცვაზე. სოსო კვაჭაძეს რამდენჯერმე ტაშით შეაწყვეტინეს გამოსვლა, ხოლო აკაკი გოგუას ლექსს-“დამიბრუნე“ დარბაზი ფეხზე წამოუდგა.
გიორგი ხელაძემ მადლობა გადაუხადა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას და თითოეულ მონაწილეს მუნიციპალიტეტის წარმოჩენისათვის და მომავალშიც წარმატებები უსურვა მათ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია