14 | 12 | 2018

მოსახლეობის საყურადღებოდ!

2015 წელი საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოაცხადა. პროექტი თებერვლის თვიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. მისი მიზანი C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოვლენა და შემდგომი მკურნალობაა. გამოკვლევები უფასოა საქართველოს მოქალაქეებისათვის. კვლევას აწარმოებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. აქ გამონაკლისი არც ჩვენი რეგიონი და მუნიციპალიტეტია.
მიმდინარე წლის 28 დეკემბერს და 2016 წლის 3 თებერვალს, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე ჩატარდება ზემოაღნიშნული გამოკვლევები.
ჩვენი ზუსტი მისამართია: ჟორდანიას ქუჩა #126, მესამე სართული (ყოფილი სასტუმროს შენობა), საკონტაქტო ტელ: 599 96 60 18
გამოკვლევები დაიწყება დილის 11 საათიდან. მსურველმა პიროვნებამ თან უნდა იქონიოს პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია