11 | 12 | 2018

თათბირი ინფრასტრუქტურის საკითხებზე

გუშინ,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ინფრასტრუქტურის საკითხებზე მორიგი თათბირი გაიმართა, რომელზედაც მუნიციპალიტეტში მიმდინარე თუ უკვე დასრულებული სამუშაოები მიმოიხილეს.
თათბირზე ითქვა, რომ უკვე დასრულების სტადიაშია სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების სამუშაოები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სამუშაოების შემსრულებელ რამდენიმე ფირმას შენიშვნა მისცა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 25 დეკემბრისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ყველა აღებულ ვალდებულებას, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო, ინფრასტრუქტურულ თუ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებით გამოიხატება, ასი პროცენტით შეასრულებს.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამომავლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს. უკვე დაიწყო და 2016 წლისთვის დასრულდება ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც გარდამავალი პროექტი იყო და რომლის ღირებულება 700 ათას ლარზე მეტია" - განაცხადა ზაზა ურუშაძემ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია