15 | 12 | 2018

ლანჩხუთში ჩატარდა რაიონული პირველობა გოგონათა შორის ფეხბურთში

2015 წლის 19 დეკემბერს ლანჩხუთში ჩატარდა რაიონული პირველობა გოგონათა შორის ფეხბურთში.
მონაწილეობდა რვა საჯარო სკოლა: ჩოჩხათი, შრომისუბანი, ხაჯალია, ჩიბათი, ქალაქის პირველი, მესამე, სასულიერო გიმნაზია და აკეთის საჯარო სკოლები.
ტურნირში გამარჯვება მოიპოვა აკეთის საჯარო სკოლამ, მეორე ადგილზე სასულიერო გიმნაზია გავიდა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა ხაკალიის საჯარო სჯოლას.
საუკეთესო მეკარედ დასახელდა მირანდა თავართქილაძე - აკეთი;
საუკეთესო მცველი - სალომე სანიკიძე - ხაჯალია;
საუკეთესო ნახევარმცველი - თამუნა თავდგირიძე - ხაჯალია;
საუკეთესო თავდამსხმელი - ნინო ხვიჩია - ჩოჩხათი;
საუკეთესო ბომბარდირი - ქრისტინა ხუხუნაიშვილი - აკეთი. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ქეთევან ხრიკაძე - სასულიერო გიმნაზია.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია