16 | 07 | 2018

ახალგაზრდების ჩართულობა მიმდინარე პროცესებში

 

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ახალგაზრდული ჯგუფებისა და მხარდაჭერებისთვის 2011 წლის განმავლობაში მათი საქმიანობის და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებებში ახალგაზრდულის ჩართულობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. განხილვას ესწრებოდნენ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი გოგუაძე, აღმასრულებელი მდივანი დავით ჩხაიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მასმედიის წარმომადგენლები,

 

როგორც აღინიშნა, მიმდინარე წელს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რამდენიმე აქცია თუ ღონისძიება მოაწყო, შეძლებისდაგვარად ერთვებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში თუ სხვადასხვა ღონისძიებებში. მომავალ წელს იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაშიც ახალგაზრდებიც მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრაზე ითქვა, რომ სასურველია ახალგაზრდობა უფრო მეტად იყოს ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში. გაეცნონ მათ საქმიანობას, წარმოადგინონ პროექტები, რომელთა განხილვის შემდეგ, კარგი ინიციატივა და პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მხარდაჭერილი იქნება.

შეხვედრის  დასასრულ, დამსწრეთ მიულოცეს ახალი წელი, მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებული წელი უსურვეს.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია