10 | 12 | 2018

ახალი წლის ზეიმი ქალაქის პირველ საბავშვო ბაღში

ქალაქის პირველ საბავშვო ბაღში დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართა. პატარა ფერიებმა, ფიფქიებმა, სანტა კლაუსებმა სტუმრები ძალიან გაახალისეს და გაახარეს. პატარებს კარს მომდგარი ახალი წელი მიულოცა შორი გზიდან მოსულმა სანტა კლაუსმაც. პატარებმა კი თავის მხრივ დაღლილი სანტა ლექსებითა და სიმღერებით გაართეს. იცეკვეს კიდეც მასთან ერთად.
ქალაქის პირველი საბავშვო ბაღი ყოველთვის ახარებს სტუმრებს და ახლაც ასე იყო. ეს ყველაფერი კი ბაღის ყველა თანამშრომლის, ყველა პედაგოგისა და განსაკუთრებით, უცვლელი გამგის, ლია დოიჯაშვილის დიდი დამსახურებაა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძემ მადლობა გადაუხადა ბაღის თანამშრომლებს ამ საოცარი დღესასწაულისთვის და პატარებს ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია