10 | 12 | 2018

ზეიმი მაჩხვარეთის ბაღში

25 დეკემბერს მაჩხვარეთის საბავშვო ბაღში ახალი წლის ზეიმი გაიმართა, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელი დავით წულაძე და გამგეობის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

მაჩხვარეთის საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა, რისთვისაც 241 000 ლარი დაიხარჯა. ბაღში დღს 138 აღსაზრდელია.
ბატონმა ზაზა ურუშაძემ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა პატარებს და მათ აღმზრდელებსა და მაჩხვარეთის ბაღის ყველა თანამშრომელს დიდი მადლობა გადაუხადა ლამაზი დღესასწაულისათვის. ბავშვებისათვის საჩუქრების პატივიც სწორედ ბატონ ზაზას ხვდა წილად.
ბავშვებს ახალი წელი მიულოცა ბატონმა დავით წულაძემაც.
უნდა ითქვას, რომ ლანჩხუთი გამონაკლისი მუნიციპალიტეტია მუნიციპალიტეტთა შორის, რადგან აქ საბავშვო ბაღის არცერთი აღსაზრდელი უსაჩუქროდ არ დარჩენილა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია