11 | 12 | 2018

სუფსაში სკვერი გაიხსნა

28 დეკემბერს სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში სკვერი გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე, გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა დაათვალიერეს სკვერი, ახლადაგებული ქვაფენილი, გარე განათება, ატრაქციონები,სკამები, ნაგვის ურნები, ფანჩატური და ა.შ.
ბატონმა ზაზამ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ბრძანა, რომ ის რაც ამჯერად სუფსაში გაკეთდა მნიშვნელოვანია სოფლის სამომავლო განვითარებისთვის. მისი თქმით, 2016 წელს დაიწყება სოფლის ცენტრის სრული რეაბილიტაცია. გარემონტდება რკინიგზის სადგურიც და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ სუფსა საკურორტო სეზონს მზადყოფნაში შეხვდეს. ბატონმა ზაზამ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ.
კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა `მხედრებმა~ მრავლჟამიერი აახმიანა...ფოიერვერკებიც მალევე გაჩნდნენ ცაზე. კონცერტი გვიან ღამემდე გაგრძელდა...
ამავე დროს ბატონმა ზაზა ურუშაძემ სტუმრებთან ერთად სუფსაში მცხოვრები 100 წლის ანეტა ასლანიშვილი-ჩხაიძე მოინახულა. ქალბატონ ანეტას ტკბილეული და ფულადი თანხა საჩუქრად გადასცა. სტუმრებმა 100 წლის ქალბატონს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს მას.



საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია