10 | 12 | 2018

სუფსაში ახალი პარკი გაიხსნა

✔ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ სუფსაში ახალი პარკი გაიხსნა. ამიერიდან სუფსის მოსახლეობას კეთილმოწყობილი დასასვენებელი ადგილი ექნებათ. ახლად გახსნილ სკვერში დაიგო ფილაქნები, დამონტაჟდა განათება, სკამები და ატრაქციონები, დაიდგა ფანჩატური. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და დეკემბრის თვეში დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 212 777 ლარი შეადგინა.
აღნიშნული პარკი დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, პარლამენტის წევრმა-ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჩხაიძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. 
ღონისძიება ფეერვერკითა და ანსამბლ „მხედრები“-ს მრავლჟამიერით დასრულდა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია