10 | 12 | 2018

24 დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომა გაიმართა

24 დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომა გაიმართა.
საკითხის ირგვლივ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, განმარტებები გააკეთა საფინანსო-საბიუჯეტო და მუინიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრი #2529 განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 350 ათასი ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, რაც აისახოს ბიუჯეტის შემოსავლით და ხარჯვით ნაწილში. ასევე მთავრობის განკარგულებით მუნიციპალიტეტს ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით გამოეყო 200000 ლარი, რაც უნდა აისახოს ბიუჯეტის შემოსავლებში.
ფრაქციის სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე და პრიორიტეტების შესახებ იმსჯელეს. ფრაქცია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არ წარმოადგენს მთელ წელზე გათვლილ ფინანსურ დოკუმენტს. 
ფრაქციის სხდომაზე საკრებულოს 2016 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმა განიხილეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია