19 | 12 | 2018

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

25 დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში შესატანი ცვლილებისა და 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ გამგეობის საფინანსო სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა.
სხდომაზე სოციალური დახმარების გაცემის წესსა და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ სოციალური პროგრამების შესახებ იმსჯელეს.
გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადდა სოციალური პროგრამების პროექტი, სადაც წარმოდგენილია 12 პროგრამა: მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის, სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების, მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების, ცენტრ ,,იავნანას” თანადაფინანსების, ბიკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანადაფინანსების, ეროვნულ სკრინინგ ცენტრიდან და სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტების ბინით უზრუნველყოფის, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების, ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ სარეაბილიტაციო პროგრამა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალებისათვის, ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა პროგრამები.
კომისიამ განიხილა ასევე საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ - კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“. შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადდა პროექტი , რომელიც 13 პროგრამას მოიცავს.
საკითხი ,,ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების წახალისებას პროგრამას წარმოადგენს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია