15 | 12 | 2018

საჩუქრები უფასო სასადილოს ბენეფიციარებს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ უფასო სასადილოს ბენეფიციარს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
დღეს უფასო სასადილოს ბენეფიციარებს განსაკუთრებული დღე ჰქონდათ. გამგებელი მათი კვების ხარისხით დაინტერესდა, რაზედაც თითოეულმა მათგანმა კმაყოფილება გამოთქვა:
- მართლაც კარგი კვებაა. ძალიან კარგად გვემსახურება პერსონალი. დიდი მადლობა ყველას ამისთვის, - გვითხრეს უფასო სასადილოში.
ზაზა ურუშაძემ თითოეულ მათგანს უსურვა ბედნიერ საქართველოში ცხოვრება და საჩუქრები გადასცა.
ტკბილეულის გარდა ბენეფიციარებს დღეს გაყინული ქათმებიც (ერთ ბენეფიციარს ორი ცალი) დაურიგეს.
ვინაიდან პირველიდან სამი იანვრის ჩათვლით დასვენებაა, სადღესასწაულო დღეების შემდეგ უფასო სასადილო მზურნველობამოკლებულებს ოთხი იანვრიდან მიიღებს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია