19 | 10 | 2018

პატარებს განსაკუთრებით ტკბილეული გაუხარდათ

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ, შუხუთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გოჩა მოქიამ შუხუთში მცხოვრებ ჰამლეტ ბზეკალავას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მილოცვა და საჩუქარი გადასცეს. ჰამლეტ ბზეკალავამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და ადგილობრივ ხელისუფლებას ახალი წლის მილოცვისთვის და საჩუქრისთვის.

საახალწლო საჩუქრები ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო ვახტანგ ბზეკალავას ოჯახმა. ოჯახში სამი პატარა იზრდება, რომლებსაც განსაკუთრებით ტკბილეული გაუხარდათ.

იმავე დღეს რევაზ ჩიტიძემ საკრებულოს წევრებთან დავით ჩხაიძესთან და გოჩა ჯანაშიასთან ერთად ლესაში მცირე  საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები მოინახულა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.



 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია