15 | 12 | 2018

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გამგებელმა საჩუქრები გადასცა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, შუხუთელ ვაჟა ლომინაძეს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
19 წლის ვაჟა ლომინაძე საწოლსაა მიჯაჭვული და გადაადგილება უჭირს. დედის, ზაირა კერელეიშვილის თქმით, ვაჟა ცერემბლარული დამბლითაა ავად.
- შეშაც არ გვაქვს, რომ გავათბო. არადა, სიცივეს სულ ვერ უძლებს, - შემოგვჩივლა ქალბატონმა ზაირამ.
ბატონი ზაზა მას საშეშე მერქნისთვის დახმარებას დაპირდა და სოციალური სამსახურის უფროსს, თამარ ფირცხალაიშვილს დაავალა, რომ დაპირება დაუყოვნებლივ შეესრულებინა.
- დიდი მადლობა იმისთვის, რომ გახსოვართ და არასოდეს გავიწყდებათ ჩვენი სატკივარი. ღმერთმა დაგლოცოთ, - ასე გადაუხადა მადლობა ზაირა კერელეიშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას.

 


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია