19 | 12 | 2018

2016 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს

დღეს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტი რეგლამენტის შესაბამისად მუხლობრივად განიხილეს და მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
მანამდე კი კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი განიხილა ყველა კომისიამ და ფრაქციამ შესწორებული ვარიანტი კიდევ ერთხელ განხილულ იქნა საჯაროდ, საზოგადოებრივი დარბაზის, კომისიების, ფრაქციების მიერ.
მთავარი საფინანსო დოკუმენტების ძირითადი პრიორიტეტები შემდეგნაირად განისაზღვრა:
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლება; კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. 
საბოლოოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდა და განისაზღვრა 11190867 ლარით. 
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხზე, რომელიც ეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებული პუნქტებისათვის საერთო კრების მოწყობის წესის შემუშავებას, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 500, რომლებშიც რეგისტრირებულია 501-2000 და 2000-ზე მეტი ამომრჩეველი. 
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო სოციალური და სოც-კულტურული პროგრამების გაცემისა და დაფინანსების წესის შემუშავებასთან დაკავშირებით, ასევე საკითხზე „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, რაც წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელების წახალისებას ეხება. 
საკითხი ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ“, ეხება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოსაყოფი თანხის ფარგლებში 2016 წელს განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტებს. 
აღნიშნული პროექტი მოიცავს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყლის სისტემის რეაბილიტაციას, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხებისა და ბეტონის გზის საფარის მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვ.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის 2015 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების განაწილების შესახებ“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 აპრილის N38 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ცვლილების არსი ეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტებიდან მიღებული 850 ლარის ეკონომიის თანხის მიმართვას ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში გარე განათების სამუშაოების დასაფინანსებლად.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია