11 | 12 | 2018

წინასაახალწლო საჩუქრები ბავშვებს

დღეს ქრისტეფორე გურულის სახელობის ლესის ბავშვთა სახლს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ საახალწლო საჩუქრები გადასცა.
ბავშვთა სახლში რვა პატარა ცხოვრობს. თითოეულ მათგანს ზაზა ურუშაძემ საახალწლო ნობათები დაურიგა. ამას გარდა, საბავშვო სახლსმაგამგებლისგან საჩუქრად საკვები პროდუქტები მიიღო.
ბავშვებმა და სახლის თანამშრომელმა ლადო აფხაზავამ სტუმარს სახლის ბიბლიოთეკა დაათვალიერებინეს, სადაც პატარების ხელნაკეთი ნივთებიც არის გამოფენილი.
- დიდი მადლობა ბატონ ზაზას, რომელმაც ასე გაგვახარა ამ წინასაახალწლოდ, - გვითხრეს პატარებმა.
წამოსვლის წინ ზაზა ურუშაძემ და პატარებმა სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია