17 | 12 | 2018

საჩუქრები მრავალშვილიან ოჯახებს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ აკეთსა და აცანაში მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები გადასცა.
აკეთში ბადრი ანთაძის ხუთსულიან ოჯახს გამგებელმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ბადრი ანთაძის ოჯახი უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება და ავარიულ სახლში ცხოვრობს. ზაზა ურუშაძემ გამგებლის წარმომადგენელს აკეთში მანუჩარ ღლონტს დაავალა ოჯახისთვის დახმარება გაეწია.
- წარმოადგინეთ შესაბამისი საბუთები, რომ მომავალი წლისთვის ოჯახს დავეხმაროთ, - დაავალა გამგებელმა წარმომადგენელს.
ანთაძის ოჯახმა ზაზა ურუშაძეს მადლობა გადაუხადეს საჩუქრებისთვის.
გამგებლის საახალწლო საჩუქრით გახარებულები დარჩნენ აცანაში სერგო ტუსკიას მრავალშვილიან ოჯახშიც, სადაც ოჯახის კიდევ ერთ წევრს საახალწლოდ ელოდებიან.
- დიდი მადლობა ბატონ ზაზას და ყველას, ვინც ასე გაგვახარა, - გვითხრეს ოჯახის პატარა წევრებმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია