- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ორშაბათი, 04 იანვარი 2016 12:02
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა თოვს. თოვლის საფარმა მაღალმთიან სოფლებში ერთ მეტრს მიაღწია.
ელექტროენერგია ბევრგან აღდგენილია, თუმცა, არის სოფლები, სადაც სინათლე არ მიეწოდებათ.
როგორც ენერგოპრჯორჯიას ლანჩხუთის განყოფილებიდან გვაცნობეს, მიმდინარეობს დაზიანებული ელსადენების აღდგენა და დღის ბოლოსთვის ელექტროენერგია ყველა სოფელს მიეწოდება.
რაც შეეხება შიდა მიმოსვლის გზებს, აქაც პრობლემებია, თუმცა შესაბამისი ტექნიკა ყველგან გაგზავნილია.
