16 | 07 | 2018

პრეზიდენტის საჩუქარი დამსახურებულ მოქალაქეებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუნიციპალიტეტის დამსახურებულ ადამიანებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად ტკბილეული გამოუგზავნა.

პრეზიდენტის საჩუქარი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თექვსმეტივე ტერიტორიულ ერთეულში გადასცეს: დავით ურუშაძეს (ქ. ლანჩხუთი), შოთა მარუაშვილს (ნიგოითი). ჰამლეტ ბზეკალავას (შუხუთი), ევგენი ნაცვალაძეს (მამათი), როსტომ ქურიძეს (აკეთში), არჩლ ჩხაიძეს (აცანა), მაია ჩხაიძეს (მაჩხვარეთი), ეთერ ჭყონიას (ჩიბათი), გულნარა ორაგველიძეს (ლესა), მიმოზა ბარამიძეს (ჯურუყვეთი), სანდრო დონდოლაძეს (ნინოშვილი), გიგლა იმნაძეს (გვიმბალაური), ვენერა ბაბუხადიას (ჩოჩხათი), იოსებ ტუღუშს (ნიგვზიანი), ქეთევან გოგუას (ღრმაღელე), რუსუდან ჩხაიძეს (სუფსა). მათ მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტს ყურადღებისთვის.

განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ნინოშვილში მცხოვრებმა სანდრო დონდოლაძემ პრეზიდენტისა და ხელისუფლების მისამართით. გიორგი გოგუაძესთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ უხარია ის დიდი ძვრები, რაც ქვეყანაში ხდება _ ინფრასტრუქტურა წესრიგდება, გზები კეთდება, მათ სოფელში ბეტონის კეთილოწყობილი გზა გაიყვანეს. სასიხარულოა, რომ აღმშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება.

საახალწლოდ  ტკბილეული და სურსათი მიიღეს ასევე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებმა შეჭირვებულმა ოჯახებმა. საჩუქრები ოჯახებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიტანეს და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვეს.


 

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია