17 | 12 | 2018

ლანჩხუთში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ხელმძღვანელობით მუშაობას აგრძელებს ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი (შტაბი). რთულ უბნებში მიმდინარეობს ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების წმენდითი სამუშაოები.
სპეციალური ტექნიკით ამჟამად იწმინდება გზები: მამათის, აცანის, აკეთის, ლანჩხუთის, მაჩხვარეთის, ლესის, ნინოშვილის და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
გრძელდება დაზიანებული ელექტროგაყვანილობის შეკეთების სამუშაოები. როგორც „ენერგოპროჯორჯი“-დან გვაცნობეს, ჩამოსულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი ბრიგადები. ეტაპობრივად დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.
წნევის დაცემის გამო ქალაქში ერთ-ერთ უბანს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზი“-დან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დღის ბოლოსთვის აღსდგება გაზის მიწოდება.
შტაბი მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ადმინისტრაციულ ერთეულებთან და არეგულირებს სამუშაოების მიმდინარეობას.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია