19 | 12 | 2018

გუბერნატორმა არსებული ვითარება მთავრობის წარმომადგენლებს გააცნო

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ გიორგი ამაშუკელთან, ილია ელოშვილთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა და ამ დროისთვის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ოთხივე მუნიციპალიტეტში სპეცტექნიკით იწმინდება გზები, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს; მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები და ითვლება ზარალი. ამ ეტაპზე გურიაში მხოლოდ სამას აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციაზე ბრიგადები აქტიურად მუშაობს. სოფლებში გზების უმეტესი ნაწილი სრულად გაიწმინდა. მუნიციპალიტეტები ყველა არსებულ რესურსს იყენებს პრობლემის აღმოსაფხვრელად და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივებს გადაადგილების მხრივ პრობლემები არ შეექმნას.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია