- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 11:49
მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი.
ღამის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეტყობინება არ შემოსულა.
გზის გაწმენდა ამჟამად მიმდინარეობს ჩოჩხათში, აკეთში და ნინოშვილში.
საჭირო ტექნიკა მობილიზებულია და შესაბამისი სამსახურების მიერ ნაწილდება ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ელექტროენერგიის მიწოდება უმეტეს სოფლებში აღდგენილია. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები კვლავ აგრძელებენ მუშაობას დაზიანებულ უბნებზე.