19 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.
ამ ეტაპზე გაწმენდილია მუნიციპალიტეტის სოფლების შიდა მიმოსვლის გზების 90 პროცენტზე მეტი.
გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის თქმით, სოფლებში მდგომარეობა გამოსწორებულია. უმეტეს ადმინისტრაციულ ერთეულში გზა ნებისმიერი სატრასნპორტო საშუალებისთვის უკვე გაწმენდილია.
დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე სოფელი, სადაც სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
აკეთში - ძირითადი შიდა სასოფლო გზები გაწემენდილია, მოსახლეობა ქალაქ ლანჩხუთს უკავშირდება აცანის გავლით;
აცანაში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც დღეს საღამოს დასრულდება;
ნიგოითში შიდა სასოფლო გზები ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებისთვის გახსნილია. იწმინდება ჯიხეთის დედათა მონასტრისკენ მიმავალი გზა, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება;
შუხუთში ყველა შიდა სასოფლო გზა გახსნილია. წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია თოვლის ნარჩენებისგანაა გაწმენდილი;
სრულად გაწმენდილია მაჩხვარეთი; რაც შეეხება ორაგვეს, აქ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება;
ჩიბათი ზემო ჩიბათის ჩათვლით გაწმენდილია. ზემო ჩიბათში იყო პრობლემური უბნები, რომლის გაწმენდა დღეს დასრულდა;
ჯურუყვეთში აქა-იქ დარჩენილია გასაწმენდი უბნები, რომლის გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება;
გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია ნინოშვილშიც;
ქალაქში ყველა გზა მოძრაობისათვის გაწმენდილია, მიმდინარეობს ნარჩეპნი თოვლის მოცილება სავალი ნაწილიდან. მუშაობს გრეიდერი. ქალაქის ტერიტორია დღეს უკვე მესამედ იწმინდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია