- დეტალები
-
გამოქვეყნებულია პარასკევი, 30 დეკემბერი 2011 19:58

პრეზიდენტის რწმუნებული ვალერი ჩიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მაყვალა და სოსო გოგუების ოჯახს ესტუმრნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქარი გადასცეს.
მაყვალა და სოსო გოგუების 8 სულიანი ოჯახი ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 7 წელია დანგრეულ სახლში ცხოვრობდა. წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეწყრით, ხანძრით და სხვა სახის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამის შესაბამისად მათთვის სახლი შეიძინა.
ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ვალერი ჩიტაიშვილს და ადგილობრივ ხელისუფლებას თანადგომისთვის და დახმარებისთვის. მათი თქმით, ყველა ოჯახს საკუთარ ჭერქვეშ გაუთენდეს ისეთი ბედნიერი ახალი წელი, როგორი ზეიმითაც მათ ოჯახში თენდება.
ამაღელვებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის საჩუქრის გადაცემა დამსახურებული პედაგოგის, მიმოზა ბარამიძისთვის. ქალბატონმა მიმოზამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, გუბერნატორს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულთბილი მოკითხვისთვის, შობა-ახალი წლის მილოცვისთვის და საქართველოს, გამთლიანება, ყოველი ქართველის სიძლიერე ისურვა.