11 | 12 | 2018

გამგეობა რვასულიან ოჯახს დაეხმარა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს გარკვეული თანხა ქველმოქმედებისთვის გაეღოთ.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინიციატივით, ამჯერად დახმარება გაეწია ჩოჩხათში მცხოვრებ მახარაძეების რვასულიან ოჯახს. ოჯახში ოთხი მცირეწლოვანია და ორიც ხანდაზმული. მახარაძეებს საკმაოდ მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. ხის სახლი ზამთრის სუსხსა და ცივ ამინდს ვეღარ უძლებს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაავალა ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულს დღესვე აღრიცხოს თუ რა რაოდენობის საამშენებლო მასალა დასჭირდება ახალი სახლის მშენებლობას. გამგეობა ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარება, რათა დროულად შეძლონ პატარებმა ნორმალურ პირობებში ცხოვრება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია