15 | 12 | 2018

საკრებულო ცამეტსულიან ოჯახს დაეხმარა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურიოს წევრებმა გარკვეული თანხა ქველმოქმედებისთვის გაიღეს.
დღეს ბიუროს წევრები ბესო ტაბიძე, რომან ბიწაძე, ალექსანდრე სარიშვილი და გიორგი ჩახვაძე ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში სურმანიძეების ცამეტსულიან, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს სტუმრობდნენ და ბიუროს სახელით გარკვეული თანხა გადასცეს.
სურმანიძეებს საკმაოდ მძიმე პირობებში და სივიწროვეში უწევთ ცხოვრება.
ბიუროს წევრები მათ მომავალშიც თანადგომას და დახმარებას დაჰპირდნენ.
ოჯახის დიასახლისმა მადლობა გადაუხადა ბიუროს წევრებს გამოჩენილი ყურადღებისა და დახმარებისთვის.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია