11 | 12 | 2018

ახალგაზრდული საკრებულო ქველმოქმედებას ეწევა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა და პროექტის მენეჯერმა ავთანდილ გუდავაძემ სოფელ ჭინათში ცეცხალაძეების ექვსსულიან ოჯახს და ლესის ბავშვთა სახლს საკვები პროდუქტი, ტკბილეული და სხვადასხვა საჭიროების ნივთები გადასცეს.
ლესის ბავშვთა სახლში რვა პატარა ცხოვრობს. ბავშვებმა სტუმრებს ბიბლიოთეკა და მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს.
როგორც სახლის მენეჯერმა ლადო აფხაზავამ აღნიშნა, ბავშვები თავადაც აქტიურად არიან ქველმოქმედებაში ჩართული. ისინი დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს ,,ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ გადასცემენ, გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა კი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ხმარდება. 
,,ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივა იყო, რომ საახალწლოდ დახმარება გაგვეწია სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. შევაგროვეთ ტანსაცმელი, პროდუქტები, ტკბილეული, წიგნები და რვეულები. მომავალშიც ვგეგმავთ მსგავს სოციალურ აქციებს, რათა კიდევ ბევრი პატარა გავახაროთ“, აღნიშნა ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე, თამთა ბზეკალავამ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია