17 | 12 | 2018

გამგეობა გოჩა ტუღუშის ოჯახს დაეხმარა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ გოჩა ტუღუშის ოჯახს სხვადასხვა საკვები პროდუქტი და ტკბილეული გადასცა.
გამგებელთან ერთად ოჯახი ნიგვზიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესიკ ტაბიძემ მოინახულა.
ტუღუშების ოჯახს გასული წლის 8 ნოემბერს სახლი დაეწვა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაავალა წარმომადგენელს ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი გუჯაბიძეს, რომ დღესვე აღრიცხოს სახლის მდგომარეობა, გაარკვიოს რა რაოდენობის საამშენებლო მასალა იქნება საკმარისი. გამგეობა ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარება, რათა სახლმა პირველადი იერსახე მიიღოს.
დღესვე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის ინიციატივით, დაწყებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, გამგეობის თანამშრომლები ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ გოჩა ტუღუშის ოჯახს საჩუქრად გადასცემენ ფულად თანხას.
ოჯახის დიასახლისმა, ნატო ტუღუშმა, მადლობა გადაუხადა გამგებელს, გამოჩენილი დახმარებისა და ყურადღებისთვის.

 


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია