11 | 12 | 2018

დახმარება შეჭირვებულ ოჯახებს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა.
ნიგვზიანში გოჩა ტუღუშის ოჯახს ფულადი დახმარება გადაეცა.
ტუღუშებს საცხოვრებელი სახლი მიმდინარე წლის რვა ნოემბერს დაეწვათ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაავალა წარმომადგენელს, რომ დროულად აღრიცხოს სახლის მდგომარეობა და გაარკვიოს რა რაოდენობის მასალა იქნება საჭირო სახლისთვის პირვანდელი მდგომარეობის დასაბრუნებლად.
ნონა ტუღუშმა, ოჯახის დიასახლისმა, დიდი მადლობა გადაუხადა გამგეობის თანამშრომლებს დახმარებისთვის.
დღესვე ფულადი დახმარება გადაეცა ქალაქ ლანჩხუთში, ოთარ სარჯველაძის მრავალშვილიან ოჯახს. 
ოჯახის წევრებმა გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს თანადგომისათვის.
უნდა ითქვას, რომ გამგეობის თანამშრომლებმა ხელფასიდან დაზღვეული თანხით, თავიანთი სურვილისამებრ, დახმარება გაუწიეს უკიდურესად შეჭირვებულ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია