17 | 12 | 2018

საკრებულოს აპარატი შეჭირვებულებს დაეხმარა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა ხელფასიდან დანაზოგით დახმარება გაუწიეს შეჭირვებულ ოჯახებს.
საკრებულოს აპარატის სახელით საახალწლო ტკბილეული და გარკვეული ფულადი თანხა გადაეცა სუფსაში მცხოვრებ შშმ პირს, შალვა ჯინჭარაძეს, რომელიც მოხუცებულ დედასთან ერთად ცხოვრობს.
ოჯახის დიასახლისმა მადლობა გადაუხადა საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს ყურადღებისათვის.
დღესვე საკრებულოს აპარატის სახელით ტკბილეული და ასვე ფულადი თანხა გადაეცა მაჩხვარეთში მცხოვრებ გიორგი ბისეიშვილის ოჯახს. პატარა მარიამმა ტკბილეულით გაიხარა. ბისეიშვილების ოჯახმა დიდი მადლობა გადაუხადა საკრებულოს აპარატს თანადგომისთვის.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია