11 | 12 | 2018

საკრებულოს წევრებმა შუქრი ჭყონიას კალანდა მიულოცეს, საახალწლო ნობათი და ფულადი თანხა გადასცეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა ქველმოქმედებისთვის ხელფასიდან გარკვეული თანხა სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გაიღეს. 
ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, საკრებულოს ბიუროს წევრები ჯუმბერ ბლაგიძე, ალექსანდრე მახათაძე და ემზარ თევდორაძე სოფელ ეწერში მცხოვრებ შუქრი ჭყონიას ოჯახში იმყოფებოდნენ. 25 წლის შუქრი ჭყონია 2014 წლის შემოდგომაზე ავარიის შედეგად დაინვალიდდა. იგი დღემდე საწოლსაა მიჯაჭვული. 
საკრებულოს წევრებმა მას კალანდა მიულოცეს, საახალწლო ნობათი და ფულადი თანხა გადასცეს.
ჭყონიების ოჯახმა მადლობა გადაუხადა ბიუროს წევრებს გამოჩენილი ყურადღებისთვის.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია