14 | 12 | 2018

ჩხაიძეებს კალანდობა მიულოცეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები გამგებლის წარმომადგენელთან, ვასილ აბუსერიძესთან ერთად ამჯერად ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მაია ჩხაიძეს ეწვივნენ.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა მაგული კუნჭულიამ ქალბატონ მაიას კალანდობა მიულოცა, ფულად საჩუქართან ერთად სურსათი და საახალწლო ნობათი გადასცა.
ქალბატონი მაია საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს. მისი სახლი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ დაავალა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს ჩხაიძეები დროულად ჩართოს ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში და მათთვის მოძებნოს სახლი ამავე სოფლის ტერიტორიაზე.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია