11 | 12 | 2018

გამგეობის თანამშრომლებმა მორიგი ოჯახი გაახარეს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა მორიგი ოჯახი გაახარეს. ამჟამად სურსათით დახმარება ქალაქ ლანჩხუთში, ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრებ იმედა ჩხაიძის მრავალშვილიან ოჯახს გაეწია.
კალანდა დღეს საჩუქრები ოჯახს ქალაქის წარმომადგენელმა ლადო ნანაძემ, გამგებლის თანაშემწე სოფო ჩხაიძემ და გამგეობის თანამშრომელმა სოფო ორაგველიძემ გადასცეს.
"დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის. ღმერთმა მრავალ ბედნიერ კალანდას დაგასწროთ" - ასე დალოცა სასურველი სტუმრები მასპინძელმა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია