19 | 12 | 2018

გაიმართა სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტში სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგში იდგა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით ეგნატე ნინოშვილის სახელობის მუზეუმის ადმინისტრაციული სახლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცება.
კომისიის წევრებმა მოისმინეს შესყიდვების განყოფილების, მაია აფხაზავას ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა პირობებს აყენებს სამუშაოების ჩატარებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მოიწონეს პირობები.
კომისიის სხდომაზევე აღინიშნა, რომ სამუშოების ხანგრძლივობამ 40 დღეს არ უნდა გადააჭარბოს.
უნდა ითქვას, რომ ნინოშვილის მუზეუმის ადმინისტრაციული სახლი წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. მუზეუმის თანამშრომლებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა და მხოლოდ დიდი სიყვარულისა და ენთუზიაზმის ხარჯზე ინახავენ სარქივო მასალებს.
მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, მხოლოდ დღევანდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ადმინისტრაციული სახლის სარემონტოდ ტენდერი გამოეცხადებინა, რათა ლანჩხუთელებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული და საამყაო ადგილი ნორმალურ პირობებში იმყოფებოდეს.
სატენდერო თანხა 22 ათას ლარს შეადგენს, ხოლო პირობების ნახვა დაინტერესებულ პირებს SPA.GE-ზე შეეძლებათ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია