19 | 12 | 2018

დახმარება კიდევ ერთ ოჯახს გაეწია

გამგეობის თანამშრომლების მიერ დაზოგილი თანხით დღეს დახმარება კიდევ ერთ ოჯახს გაეწია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ, თანაშემწეებთან და ქალაქში გამგებლის წარმომადგენელთან ერთად დუმბაძის ქუჩაზე მცხოვრები ბიძინა ქურიძის ცხრასულიანი ოჯახი მოინახულა, საჩუქრად სურსათი გადასცა და დღესასწაულები მიულოცა.
"დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი გამყოფოთ ყველა" - გვითხრა ოჯახის დიასახლისმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია