11 | 12 | 2018

კიდევ ერთხელ ვთხოვთ გამომცემლობას და ჟურნალისტს, გამოქვეყნებამდე ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოს

"გურიის მოამბეში" გამოქვეყნებული სტატიის, "პოლიციის "პიკაპმა" სოფლის ფანჩატური დააზიანა" პასუხად გვინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთოთ:
პირველი, სკვერი გაკეთებულია პროექტის სრული დაცვით. პროექტმა თავის მხრივ, გაიარა ექსპერტიზა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეორვნული ბიუროს მიერ დადებითი დასკვნა დაიდო.
სტატიაში ასევე მოყვანილია საკრებულოს წევრის, ნონა მურვანიძის სიტყვები, სადაც ქალბატონი ნონა აცხადებს, რომ ბილიკები ცუდადაა დაგებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს, რომ ფილაქანი არსადაა დაზიანებული. ამასთან, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული, გაზონებზე უკვე დაითესა მწვანე მინდორი, რომელიც ამოსვლას მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა ნიადაგის ტემპერატურა 12 გრადუსს მიაღწევს, ეს კი სავარაუდოდ, შუა გაზაფხულზე მოხდება. რაც შეეხება დათესვის პერიოდს, მინდვრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის გვიან შემოდგომაზე დაითესა.
სხვათა შორის, ქალბატონ ნონა მურვანიძეს ასევე არ სჯეროდა ჩოჩხათში გზის სარემონტო სამუშაოების დაწყება და შავი საფარის დაგებაც. მიუხედავად მისი სკეპტიციზმისა, ჩოჩხათი-გულიანის გზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და შავი საფარიც იგება.
"პიკაპის" მიერ ფანჩატურის დაზიანებაც არასწორი ინფორმაციაა, რადგან ფანჩატური არ დაზიანებულა.
კიდევ ერთხელ ვთხოვთ გამომცემლობას და ჟურნალისტს, გამოქვეყნებამდე ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია