14 | 12 | 2018

ბიუროს სხდომა გაიმართა

20 იანვარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ბიუროს სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესისა და სოციალურ - კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ საკითხები გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა წარმოადგინა. მომხსენებელმა დაწვრილებით ისაუბრა თითოეული პროგრამის გაცემის წესსა და მიზნობრიობაზე
საკითხებზე „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ და „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მოხსენება გიორგი ფაცურიამ გააკეთა. 
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის #47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საკითხი თამაზ იმედაიშვილმა წარმოადგინა. ,, როგორც, მოგეხსენებათ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 თავის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტები ვალდებულია განახორციელოს 2016 წელს რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსება, მიზანშეწოლილად მიგვაჩნია თანადაფინანსებისათვის გამოიყოს 50000 ლარი. 
მოსალოდნელი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების აღმოსაფხვრელად გათვალისწინებული იქნას გამგეობის სხვა საქონელი და მომსახურეობის მუხლის 20000 ლარით გაზრდა", აღნიშნა მომხსენებელმა. 
ბიუროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 21 იანვარს, 11 საათზე გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. ვინაიდან აღნიშნული საკითხი 28 იანვარს მთავრობის სხდომაზე განიხილება, მიზანშეწონილია საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, 21 იანვარს მოხდეს საკითხის განხილვა. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განსახილველად გადაიგზავნა შესაბამის ფრაქციებსა და კომისიებში. 
საკრებულოს მორიგი სხდომა 2016 წლის 27 იანვარს, 11 საათზე გაიმართება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია