15 | 12 | 2018

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

21 იანვარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
,,რიგგარეშე სხდომის ფორმატში ჩვენ შევიკრიბეთ მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე. რიგგარეშე სხდომის ჩატარება ძირითადად განპირობებულია საქართველოს მთავრობის სხდომის გამართვამდე ჩვენს მიერ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობით, რომლის ოპერატიულად მიღებაც გარკვეულწილად გავლენას მოახდენს მთავრობის მიერ შემხვედრი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმაში, რაზეც თავის მხრივ დამოკიდებულია თუ რა მოცულობის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება ჩვენს მუნიციპალიტეტში. 
რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ასევე შეტანილია ის საკითხები, რომელთა გადადება შეაფერხებს მუნიციპალიტეტში მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი პროგრამების დროულად განხორციელებას“, მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ დამსწრეებს.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ , მოხსენება მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ გააკეთა.
,, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 თავის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტები ვალდებულია განახორციელოს 2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსება. მიზანშეწონილად მიგვაჩნია თანადაფინანსებისათვის გამოიყოს 50000 ლარი. ასევე მოწესრიგდეს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შრომის ანაზღაურების ფონდი 102500 ლარით . ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს 2016 წლის 1 იანვრისათვის არსებული თავისუფალი ნაშთის ხარჯზე“.
საკრებულომ დაამტკიცა დადგენილების პროექტი, რომელიც „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცებას” შეეხება. შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადდა 12 პროგრამა.
საკრებულომ დაამტკიცა დადგენილების პროექტი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ და განკარგულების პროექტი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დამტკიცების შესახებ“ . გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ მომზადდა 13 სოციალურ-კულტურული პროგრამა.

 


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია