19 | 12 | 2018

ვეტერანების ახალი ინიციატივა

საქართველოს ვეტერანთა სამსახურის გურიის რეგიონის ლანჩხუთის განყოფილების უფროსის წარმოამდგენლის შოთა ფირცხალაიშვილის განცხადებით, სამსახური მზადყოფნაშია გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურს, 24 საათიან რეჟიმში დახმარება გაუწიოს. 
თანამშრომლები, ვეტერანები თანახმა არიან, საჭიროების შემთხვევაში ავტომობილებითა და საკუთარი ხარჯებით დაეხმარონ გრიპის ვირუსით დაავადებულებს სამედიცინო ცენტრამდე გადაადგილებაში. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ლანჩხუთის ოფისის წარმომადგენლებმა ბატონ შოთას მადლობა გადაუხადეს ამ სასიკეთო ინიციატივისთვის.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია