10 | 12 | 2018

სათათბირო ორგანოს სხდომა გაიმართა

დღეს შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით გამგეობის სათათბირო ორგანანოს (საბჭოს) მორიგი სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი: საბჭოს დებულების განხილვა იდგა.
საბჭოს წევრებმა მოისმინეს დებულება და გადაწყვიტეს, რომ კიდევ რამდენიმე დღე იმსჯელონ და შენიშვნების შეტანის შემდეგ წარუდგინონ საკრებულოს დასამტკიცებლად.
სხდომაზე ასევე ისაუბრეს მოსაწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე. სოციალურ საკითხთა, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა: მუნიციპალიტეტის გამგეობა მზადაა შეიძინოს მოძრავი პანდუსი.
გადაწყდა, რომ საბჭომ მორიგი სხდომა უახლოეს დღეებში გამართოს.

 


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია