10 | 12 | 2018

სწავლება სკოლებში გამოდარებისთანავე გაგრძელდება

ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სულ 3624 მოსწავლეა, აქედან, დღეის მდგომარეობით, არ გამოცხადებულა 2853 მოსწავლე, რამაც სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერება გამოიწვია.
"სწავლება შეჩერებულია აცანის, აკეთის, ნიგოითის, ლესის, ნიგვზიანის, ჯურუყვეთის #1, ჩოჩხათის, სუფსის, ჭანჭათის, ქვემო აკეთის, ნინოშვილის, ახალსოფლის, ღრმაღელისა და შრომისუბნის საჯარო სკოლებში" - გვითხრეს რესურსცენტრში.
სწავლება სკოლებში გამოდარებისთანავე გაგრძელდება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია