18 | 06 | 2019

ქვიანში კეთილმოწყობილი სავაჭრო ობიექტი გაკეთდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გოგუაძემ, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ნიგოითის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ჯანაშიამ და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ წილოსანმა ქვიანში მიმდინარე ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულეს

და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, რომლებიც იქვე მუშაობენ. მათ კმაყოფილება გამოთქვეს კეთილმოწყობილი სავაჭრო ობიექტის გაკეთებისთვის და მადლობა გადაუხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს თანადგომისთვის.

გამგებელმა მოიწონა  სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შესრულებული სამუშაოები და აღნიშნა, რომ ობიექტის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება და იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გახდება.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია